ირაკლი ზარქუა ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: „ეს იქნება არა მხოლოდ ბერას პირადი საქმე, არამედ მაგალითი სხვებისთვისაც, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არცერთი ცილისწამება და ცრუ ბრალდება არ დარჩება დაუსჯელი“
„ეს იქნება არა მხოლოდ ბერას პირადი საქმე, არამედ მაგალითი სხვებისთვისაც, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არცერთი ცილისწამება და ცრუ ბრალდება არ დარჩება დაუსჯელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე საუბრისა განაცხადა.
„რატომ აქვთ ამოჩემებული ივანიშვილების ოჯახი? – იმიტომ, რომ კარგად აქვთ გააზრებული: ეს ოჯახი არის მაგალითი ერთიანობის, ქართველობის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ეროვნული ინტერესების გატარებისა და ქველმოქმედების. შესაბამისად, ამიტომ ჰყავთ ამოჩემებული.
ჯერ იყო და, თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდათ ამოჩემებული – გახსოვთ, ბანკიც კი გაუკოტრეს, საკუთარ ფინანსებზე წვდომაც კი შეუზღუდეს ადამიანს. გაგიგიათ ასეთი რამე? ამის შემდეგ ახლა გადავიდნენ შვილებზე და ვხედავთ ჩვენ იმ სიბინძურეს, რასაც აბრალებდნენ და აბრალებენ ბერასა და მისი ოჯახის წევრებს.
კიდევ ერთხელ, სწორია ბერას ნაბიჯი – არავის არაფერი უნდა გაუტაროს, არავის არაფერი არ უნდა შერჩეს: ის დაბრალებები, ის მოგონილი და შეთხზული სიბინძურეები. და განა მერე ამას ერთი და ორი ადამიანი ამბობს? ეს არის ორკესტრირებული, ჩაშლილი კამპანია და ამიტომაც არის, რომ ამას უნდა დაუპირისპირდე სამართლებრივად – სხვა გამოსავალი არ არის.
ეს იქნება არა მხოლოდ ბერას პირადი საქმე, არამედ მაგალითი სხვებისთვისაც, რომ არავის არაფერი გავუტაროთ და საკითხს სამართლებრივად მივუდგეთ, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და არცერთი ცილისწამება და ცრუ ბრალდება არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


