“მრცხვენია, რომ ოდესღაც , „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში, სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით”, – ასე მიმართავს თამთა ჭელიძე მომღერალ ირმა სოხაძეს სოციალურ ქსელში.
ჭელიძის თქმით, მას რცხვენია ამ პერიოდის, ირონიულად ეხმაურება მომღერლის მაშინდელ ქცევას და დასძენს, რომ ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმართლე.
“ეს პოსტი მხოლოდ ერთ ქალბატონს ეძღვნება, ირმა სოხაძეს. სხვებს უბრალოდ არ შევეხები….ჩემი საქმე არ არის და მითუმეტეს მის ოჯახის წევრებს მრცხვენია, რომ ოდესღაც , „დღის პოსტის“ წამყვანი იყავით ტელეკომპანია „პოს ტივის“ ეთერში სადაც მაშინ მე ვიყავი გადაცემის მთავარი პროდიუსერი და თან გყვებოდით. საკმაოდ ნორმალური ხელფასი გქონდათ მახსოვს და მძღოლიც ხომ კარგი იყო? მოკლედ კარგად დაკმაყოფილებული და მოტივირებული იყავით, თუმცა ….
მაშინ მე მაბრალებდით, თითქოს არ გამღერებდით და გიჟი ვიყავი, იწერდით თათბირზე ჩემს საუბარს და აგზავნიდით და საჩივრის ფურცლებით დარბოდით, ალბათ ძალიან მონდომებული იყავით, ჩვენი არხის მაყურებელი თქვენი საოცარი ხმის ტემბრით რომ ხშირად დაგეტკბოთ. ხოდა ესეთი მხარდამჭერები გიმრავლოთ ღმერთმა!
კიდევ ერთხელ დავამტკიცე სიმართლე.
საკუთარ თავთან კარგად ავლენთ თავს ბრავოო, გვაგინეთ ბატონო გვაგინეთ”- წერს ჭელიძე.


