„სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება დგას უპირველეს ადგილზე. დაუშვებელია, რომ მრავალგზის ნასამართლევმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა პირმა, პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ შანტაჟისა და მანიპულაციის იარაღად გამოიყენოს საკუთარი ჯანმრთელობა”, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
“გიორგი დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს:
2013 წელი: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღი) და 19-108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) — გათავისუფლდა გირაოთი.
2014 წელი: მსგავსი ბრალდებით (236-ე მუხლი) — კვლავ გირაო.
2015–2017 წლები: ბრალდებები ხულიგნობის, იარაღისა და ძალადობის მუხლებით (239, 236, 125).
2019–2020 წლები: ჯგუფური ხულიგნობა და მუქარა (239-ე და 151-ე მუხლები).
2021–2023 წლები: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა (120 და 151 მუხლები).
უმძიმესი განაჩენი და დღევანდელი რეალობა… ბოლოს დავითაძემ ზომას გადააჭარბა: მან პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მართლმსაჯულებამ მას კანონიერი და მკაცრი განაჩენი გამოუტანა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 236 და 19, 109-ე მუხლები — დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა).
რაც შეეხება დესკალაციის ოთახის პროვოკაციას: მან ზუსტად იცის თავისი რეალური სასჯელის სიმძიმე, მიმართავს კლასიკურ პატიმრულ მანიპულაციას.
როგორც ირკვევა, დესკალაციის სივრცეში ყოფნისას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან რაღაც საგანი გადაყლაპა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვაა: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას, რეალურად, რამე ჩაეყლაპა. ფაქტი არ ფიქსირდება. პატიმარი კატეგორიულად უარს აცხადებს ექოსკოპიურ კვლევაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ჯანმრთელობის რეალურ პრობლემასთან, არამედ პირიქით – მორიგ იაფფასიან შანტაჟთან სისტემის წინააღმდეგ. ე.წ. დეესკალიაციის ოთახში არსებული „ნივთები” არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ მათი გადაყლაპვით პატიმარს შეიძლება რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. ყოველივე ეს მხოლოდ იმის ილუსტრაციაა, თუ რაზეა წამსვლელი კრიმინალი ყურადღების მისაქცევად.
სახელმწიფო არ უნდა დანებდეს კრიმინალურ შანტაჟს! კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო პენიტენციური სისტემა მკაცრად იცავს როგორც წესრიგს, ისე თითოეული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის პროტოკოლს, მიუხედავად მათი მანიპულაციური მცდელობებისა.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. სახელმწიფო დგას კანონის, წესრიგისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.


