პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ბურჭულაძის შვილის განცხადების შესახებ: “სჭირდებათ აქციაზე დაკავებულები ციხეში იყვნენ, რომ გარეთ “ოპოზიციამ ვირტუალურად იარსებოს” – ამიტომ აშავებენ “დაპროცესებულებს”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის მიერ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სჭირდებათ აქციაზე დაკავებულები ციხეში იყვნენ, რომ გარეთ “ოპოზიციამ ვირტუალურად იარსებოს”.
ამიტომ აშავებენ დაპროცესებულებს”, – წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის: შუქრი ბურჭულაძემ, ზოდელავა და ბერიძე, “ფარ-ხმლის უღირსად დაყრასა” და თანამებრძოლების მიტოვებაში დაადანაშაულა.