არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად – მელიასა და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა
ოპოზიციაში დაპირისპირების ახალი კერაა – ამჯერად, ნიკა გვარამია და ნიკა მელია პარტიას ვერ იყოფენ. არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად – მელიასა და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა.
მანამდე კი დავობენ, ვის დარჩება ბრენდი, ლოგო და ნომერი.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ციხეში მყოფი მელია გაღიზიანებულია ნიკა გვარამიაზე და მას პარტიის მიზანმიმართულ ჩამოშლაში ადანაშაულებს.
ინფორმაცია „ქრონიკასთან“ ნიკა გვარამიამ უარყო.
„თქვენ იცით, რომ ორი გუნდი ვართ ჩვენ, რომელიც გაერთიანდა. ამ ვითარებაში არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა. თუ რამე მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საჯარო – იმიტომ, რომ არავინ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ორი გუნდი, რომელიც გაერთიანდა. ისე, კოალიციაში, რეალურად, ოთხნი ვართ, ხომ?! არანაირი დრამატული ვითარება ამ მიმართულებით არ შექმნილა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.


