პოლიტიკა

გია აბაშიძე: “პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”

„პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ამბობს, რომ ძალადობაში გადასვლის შემთხვევაში, პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება შეუძლია — მათ შორის, სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების, არასრულწლოვნების მონაწილეობით არეულობის დროსაც.

საინტერესოა, BBC-მ მაკრონის ხელისუფლებასაც რომ დააბრალოს ექსტრემისტების „კამიტით დაწამვლა“, რას მოისმენს ელისეს სასახლისგან? და რამდენად სწრაფად წაიღებს უკან ბოროტ ცილისწამებას ბრიტანეთის ფსევდოლიბერალური საზოგადოებრივი მაუწყებელი?

როგორც ჩანს, განსხვავება მხოლოდ ერთია — საფრანგეთში პოლიცია სახელმწიფოს იცავს, საქართველოში კი, თუ სამართალდამცველები იმავეს გააკეთებენ, ევროკრატიისთვის „ურჩ“ სუვერენულ საქართველოს სახელმწიფოს ჯერ ბრიუსელის ნებართვა სჭირდება”, – წერს აბაშიძე.