პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა“

„კულტურის მინისტრი მაია ბითაძე დღეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. მინდა ვუსურვო მას წარმატებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„კულტურა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით კულტურის დარგში გვექნება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა. იქნება თვისებრივი ცვლილებები კულტურის სფეროში.

კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ მაიას“, – განაცხადა პრემიერმა.