პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძის შესახებ: “ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას, გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს.

„რამდენიმე დღეა, ვაკვირდები პატიმარ დავითაძის ირგვლივ აგორებული სკანდალის სცენარს და მასში ჩართულ მონაწილეებს.

ვიყენებ ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს, რომელიც ითხოვს პასუხებს კითხვებზე: ვინ რას იღებს ამ სკანდალით, როგორ და რა გარემოებებში.

ამ კითხვებზე ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას, გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან – ყველა თავისას.

ახლა გთავაზობთ, თქვენც შეხედოთ სიტუაციას იმათი სამრეკლოდან, ვინც ამ ახალი სკანდალისგან სარგებელს ელოდება ან უკვე მიიღო. ბევრ თქვენთვის საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ!“ – წერს ანჯაფარიძე.