დავით ნებიერიძე: “ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, – ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა, ვიყო ლიდერი; მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა”
“დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და, რაც მთავარია, იმ მოდელზე, როგორ პარტიასაც ქმნიან ახლა – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” რა მოდელზეც აწყობენ”, – განაცხადა პარტია “ახლის” წევრმა დავით ნებიერიძემ.
“ნანუკამ ასეთი რამ თქვა: ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა, ვიყო ლიდერი; მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა.
ვისაც გინდათ, გეწყინოთ; ვისაც გინდათ, ნუ გეწყინებათ, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ ეს, უბრალოდ, წამოცდენაა, შეცდომაა და ა.შ., ჯობს, გაასწორონ, რადგან ძალიან დიდი ხანია, არის ნიშნები იმისა, რომ მიშას გარეშე თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ. მიშას გარეშე ყველა ხართ ნულები.
კატასტროფაა, რაც ნანუკამ თქვა და ფუნდამენტური შეცდომაა”, – განაცხადა ნებიერიძემ.


