პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი შუქრი ბურჭულაძის განცხადების შესახებ: “სასწაული შვილების თაობა წამოვიდა – ჯერ შვილი ჩახუნაშვილი ეუბნებოდა მამას, – არ გამოხვიდეო და, კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა. ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, – იჯექი ციხეშიო”

“სასწაული შვილების თაობა წამოვიდა – ჯერ შვილი ჩახუნაშვილი ეუბნებოდა მამას, – არ გამოხვიდეო და, კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, – იჯექი ციხეშიო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შუქრი ბურჭულაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც მიაჩნია, რომ პაატა ბურჭულაძემ დანაშაული არ უნდა აღიაროს.

„მართლაც სასწაული შვილების თაობა ჰყავთ ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. რა ვიცი, კარგია, რომ ჩახუნაშვილმა არ დაუჯერა თავის შვილებს, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.