პოლიტიკა

პრემიერი: “ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა. აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება”

„იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება, სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი.

იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კახეთში.

“რეალურად, საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა“, – აღნიშნა პრემიერმა.