პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”

“ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით, ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთ არის, თავად იყო ძალადობრივი პროცესების მონაწილე და ახლა იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე.

რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი. არცერთ ადამიანს რადიკალურ ოპოზიციაში არ აქვს მორალი. მათი შესაბამისი განცხადებები არის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

„სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს – მაგალითად, ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა “ნაცი” არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა”.