პრემიერი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ: “ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის აშშ-ის სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას”
“ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხება.
„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერმა.


