პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა – ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, და როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა”

“სასამართლოს საქმეების პოლიტიზების მცდელობა – ეს არის ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს. როცა ამას ვერ იაზრებს კონკრეტული ევროპული ორგანო, ეს არის ტრაგიკული მოვლენა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებს შეეხებოდა.

„ისინი ცდილობენ, პოლიტიკური გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა თავისთავად ის, რომ მათ არ ესმით, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, მით უმეტეს – საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში”, – აღნიშნა პრემიერმა.