პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის დებატების შესახებ: „ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე, პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. ამბობენ, რომ როგორ შეიძლება, ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს“

„ძალიან სამწუხაროა, რომ რეალობას კვლავ არ უსწორებენ თვალს და კიდევ საუბრობენ იმაზე, რომ თურმე, პოლიტიკური დევნილია სააკაშვილი, უნდა გავათავისუფლოთ. ამბობენ, რომ როგორ შეიძლება, ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გაქრეს“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტის დებატებზე საუბრისას.

„მათი დავალებით მოქმედებდა აგენტურული ოპოზიცია, როდესაც მანდატები დახიეს და პარლამენტში არ შევიდნენ და თვითონ დატოვეს ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების მიღმა.
ნაცვლად იმისა, რომ სინანული დაგვანახონ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვადანაშაულებენ ოპოზიციის უსუსურობაში.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი მისაღები არ არის და ამაზე უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს იქნება საჯარო პროცესი. ჩვენ ყველაფერი გამყარებული გვაქვს ფაქტებით, მტკიცებულებებით“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.