პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადების შესახებ: “ამგვარი განცხადებები არის “ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას – „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქამდე არასაკმარისი იყო“ – სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამგვარი განცხადებები არის “ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის” და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე”, – წერს ცოტნე ანანიძე.