საქართველოს რაგბის ნაკრებმა ესპანეთი 38:3 დაამარცხა

225

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალს თბილისში ითამაშებს.

ნახევარფინალური შეხვედრები 2 და 3 მარტს არის ჩანიშნული.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება, სადაც საშინაო შეხვედრებს ატარებს საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) გუნდი „სტად ფრანსე“, რომლის ღირსებასაც ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი და გიორგი ცუცქირიძე იცავენ.