მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ: „ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“
„უტიფარმა ქოცალა ლამაზმანმა გვიპასუხა: კი იყო ჩემი ქმარი ჩამპალი ნარკომანის, უკორუმპირებულესი მოლაშვილის მოადგილე, (რომელიც ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით), მაგრამ ჩემი ქმარი სუფთა იყო და არ ყოფილა დაჭერილიო“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე მომღერალ ირმა სოხაძის შესახებ.
„პ.ს. არცა შალიკოს სანქცირებულ რუსულ უბორნიაში მუშაობდი წლების მანძილზე, პროპაგანდონებთან ერთად; არცა კონვერტირებულ რუსულ რუბლებს იღებდი ხელფასის სახით; არცა საპროცესო ყოფილა შენს სუფთასთან, ჩვენ გამოვიგონეთ; არცა ჩემთან გამოგიგზავნია კაცი ჩასაწყობად; არცა კიბიდან დაგორებულა, მე გამოვიგონე , ქოცალ“, – წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 2004 წელს სულხან მოლაშვილმა მისი წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.


