მაია ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: „ამ რეზოლუციებს უკვე წლებია ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ფასი და წონა აღარ აქვთ, მაგრამ ისინი მაინც იმეორებენ და იმეორებენ. საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მათი მუშაობის მთლიანი დღის წესრიგი და ინიციატივები იმდენად მწირია, რომ სწორედ ამგვარი რეზოლუციებით ავსებენ და ამართლებენ საკუთარ არსებობას“
„ამ რეზოლუციებს უკვე წლებია ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ფასი და წონა აღარ აქვთ, მაგრამ ისინი მაინც იმეორებენ და იმეორებენ. საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მათი მუშაობის მთლიანი დღის წესრიგი და ინიციატივები იმდენად მწირია, რომ სწორედ ამგვარი რეზოლუციებით ავსებენ და ამართლებენ საკუთარ არსებობას“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამ რეზოლუციებს უკვე წლებია ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ფასი და წონა აღარ აქვთ, მაგრამ ისინი მაინც იმეორებენ და იმეორებენ. რამდენი წელია, ერთი და იგივეა და ახალიც არაფერია. ამასობაში მათ მიმართ რწმენა აბსოლუტურად დაინგრა და უკვე აღარ გვჯერა მათი. თუ ადრე ეს ევროსტრუქტურები ჩვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენდნენ — მორალურ ავტორიტეტს მაინც — ახლა ძალიან ბევრი განიხიბლა მათი ორმაგი სტანდარტებისა და იმ სიტყვის გამო, რომელსაც წონა საერთოდ აღარ აქვს.
მერე ფიქრობ, ადამიანები, რომლებიც გარკვეული უფლებებით არიან აღჭურვილნი და ქვეყნებს წარმოადგენენ, რატომ იქცევიან ასე? ნუთუ ასე არასერიოზულად უყურებენ? ნუთუ ვერ სწავლობენ საკითხებს? ჯერ ვამბობდით, არ იციანო, ახლა ვიცით, რომ ყველაფერიც მშვენივრად იციან და ოპოზიციის დღის წესრიგში არიან ჩამჯდარები. საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მათი (იმ ენჯეოების მსგავსად, გრანტები რომ ჰქონდათ) მუშაობის მთლიანი დღის წესრიგი და ინიციატივები იმდენად მწირია, რომ სწორედ ამგვარი რეზოლუციებით ავსებენ და ამართლებენ საკუთარ არსებობას – თემაში ეწერებათ, თორემ ეს რომ ჭიქაში წყლის ატეხილი ქარიშხალი იყო, ფაქტია“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


