პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: „ესენი არიან ერთჯერადი გამოყენების რევოლუციონერები მათი პატრონებისთვის. წარმოიდგინეთ მარიონეტების თეატრი, რომელშიც რომელიმემ თუ ვერ ივარგა, გადააგდებენ – ამიტომ, თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მახეში ებმებიან, უნდა იფიქრონ საკუთარ თავზე: ღირს კი ეს იდეა ამად?“

„ესენი არიან ერთჯერადი გამოყენების რევოლუციონერები მათი პატრონებისთვის. წარმოიდგინეთ მარიონეტების თეატრი, რომელშიც რომელიმემ თუ ვერ ივარგა, გადააგდებენ – ამიტომ, თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მახეში ებმებიან, უნდა იფიქრონ საკუთარ თავზე: ღირს კი ეს იდეა ამად?“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მე მათ ვუწოდებ ერთჯერადი გამოყენების რევოლუციონერებს. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც წვავდნენ და ამხობდნენ თბილისს, ისინიც ერთჯერადი გამოყენების რევოლუციონერები არიან. იცით, ასეთი ტიპის რევოლუციონერები მრავლად მოიპოვებიან: თითქოს ადამიანების ერთი დასტა აქტიურდება, იწყებს ქვეყნის დამხობას, შეცვლას და რევოლუციებს, შემდეგ კი ეს ადამიანები მართლა არავის აღარ ახსოვს.

მათ სამყაროში თუნდაც ცოცხალი მეხსიერება ძალიან მოკლეა – ადამიანმა შეასრულა თავისი ფუნქცია თუ ვერ შეასრულა, ის აღარავის აინტერესებს ამის მერე. ეს არის მკაცრი კანონები, რაც მოქმედებს: იქ არ არის ერთმანეთის გვერდში დგომა, იდეის გარშემო ერთიანობა, ერთმანეთის გატანა. წარმოიდგინეთ ერთი მარიონეტების თეატრი, რომელშიც რომელიმემ თუ ვერ ივარგა, გადააგდებენ – იმიტომ, რომ ის პიროვნება ცალკე იდეის წყაროდ არ არის აღქმული. ესენი არიან ერთჯერადად გამოსაყენებელი ადამიანები მათი პატრონებისთვის, რადგან რაღაც აქტივობა ხომ უნდა ყოფილიყო. თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ მახეში ებმებიან, ხომ უნდა იფიქრონ საკუთარ თავზე: ღირს კი ეს იდეა ამად?“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.