ირაკლი კობახიძე: „რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. წელს ფოსტა, კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში, პირველად გავა მოგებაზე. ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლებში“
„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ამან ფოსტას მოუტანა დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის “საქართველოს ფოსტა” მოგებაზე. გასული წელი დაიხურა, წარმოიდგინეთ, 7 მლნ-იანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა“, კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში, პირველად გავა მოგებაზე. ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


