ირაკლი კობახიძე: “მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში”
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტრეფიკინგთან ბრძოლა და მომავალშიც ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ საქმეს“, – განაცხადა პრემიერმა.


