პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნანა ყეინიშვილის საქმის შესახებ: „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე“

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე“, – განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.

„ეს მას [სალომე ზურაბიშვილი] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და რანაირად წარმოადგინა კანდიდატურები. ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტიც დეტალურად გარკვეულიყო ამ საკითხში, რაც შეეხება წევრების არჩევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.