პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ“

„საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომ არ დავუჯეროთ ბრიუსელს მის მავნე რჩევებში. ჩვენ ჩვენმა სიჯიუტემ გადაგვარჩინა, რომ ბრიუსელს არ ვუჯერებთ იმ რჩევებში, რასაც იძლევა. უკვე ჩნდება კითხვა – ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია, სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან, რომ დავზიანდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„არცერთი მეტყველებს ბრიუსელის სასარგებლოდ, თუმცა მეტყველებს სასარგებლოდ ის, რომ კიდევ კარგი, არ არის ხელისუფლებაში ის ხალხი, რომელიც ბრიუსელის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებდა. ჩვენი ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.