გიორგი გამსახურდია: “აკაცუკების” გადმოსახედიდან, თურმე, მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი – მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე. შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის”
გიორგი გამსახურდია სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“აკაცუკების” გადმოსახედიდან, თურმე, მარტო ერთი ვიწრო, ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი – მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე.
შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევანი არ არის მიკერძოებული და თეთრზე შავს არ იძახის ხოლმე.
ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ჩემს ძვირფას მეგობარს, ლევან იოსელიანს”, – წერს გიორგი გამსახურდია.


