პოლიტიკა

კოტე ჟღენტი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: „იმ ძალებს, ვისაც ამ ადამიანების ციხეში ყოფნა აწყობთ, მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მიმდინარე პროცესები, რადგან ციხეში მათ ყოფნას ეს ძალები სათავისოდ იყენებენ – პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებში შეაქვთ და ა.შ., გარეთ გამოსვლისას კი ისინი პრაქტიკულად განულებულები არიან“

„იმ ძალებს, ვისაც ამ ადამიანების ციხეში ყოფნა აწყობთ, მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მიმდინარე პროცესები, რადგან ციხეში მათ ყოფნას ეს ძალები სათავისოდ იყენებენ – პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებში შეაქვთ და ა.შ., გარეთ გამოსვლისას კი ისინი პრაქტიკულად განულებულები არიან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ დანაშაულის აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.

„აქ მთავარი ის არის, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც მყოფ იმ ძალებს, ვისაც მათი იქ ყოფნა აწყობთ, მაინცდამაინც არ სიამოვნებთ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს. როდესაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირების ნაწილმა დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება დაიწყეს, ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი აღარ შეჩერდებოდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სხვებიც დაიწყებდნენ. თუნდაც რომ ავიღოთ ბურჭულაძის შვილის ნათქვამი, რომ ჯერ სხვები უნდა გამოვიდნენ და შემდეგ მამაჩემიო, აქაც ნათელი იყო ყველაფერი.

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ იმ გარე თუ შიდა ძალებს ეს ადამიანები ციხეში უფრო სჭირდებათ, ვიდრე გარეთ – ეს ნათელია, რადგან ციხეში მათ ყოფნას უფრო იყენებენ სათავისოდ: პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებში შეაქვთ და ა.შ. ხოლო გარეთ რომ არიან, პრაქტიკულად განულებულები არიან, რაც ხალხის რაოდენობაზეც ჩანს, თუ გნებავთ, ბოლო აქციაზეც.

ბოლოს, ეტყობა, შეთანხმდნენ იმაზე, რომ მაინცდამაინც კარგი არ არის ციხეში ჯდომა და გარეთ ყოფნა ჯობს“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.