კოტე ჟღენტი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „საქართველოში ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას. რადგან სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარია, არსებობს მტკიცე მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას დააკმაყოფილებს“
„საქართველოში ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას. რადგან სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარია, არსებობს მტკიცე მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მას დააკმაყოფილებს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა რადიკალური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ამის შემდეგ, – იქნება ის, რომ ე.წ. ოპოზიციას, ანუ რადიკალურ ოპოზიციას, კონსტრუქციული ოპოზიცია ჩაანაცვლებს. მაგალითად, ჩვენ – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – და კიდევ არის რამდენიმე ძალა, რომელიც კონსტრუქციულ ოპოზიციად შეიძლება მოიაზრებოდეს და რომელიც არ იგინება, არ იფურთხება და ისეთ ოპონირებას უწევს მთავრობას, როგორიც უნდა გაუწიოს კონსტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალამ ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.


