პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: „საინტერესოა, რეზოლუციებში რომ წერენ, „პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო“, ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? ახლა რომ გამოდიან და ამბობენ: „კი, დანაშაული ჩავიდინეთ, ვაღიარებთ და მეტს აღარ ვიზამთო“?“

„საინტერესოა, რეზოლუციებში რომ წერენ, „პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო“, ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? ახლა რომ გამოდიან და ამბობენ: „კი, დანაშაული ჩავიდინეთ, ვაღიარებთ და მეტს აღარ ვიზამთო“?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება ღიმილისმომგვრელი იყოს ამ ადამიანების ქმედებები, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ღიმილისმომგვრელი ადამიანების უკან დგანან გარკვეული გარე ძალები. მაგალითად, ევროკომისიის პრესსპიკერი „საქართველოსთან ვდგავართო“ – ამ განცხადებას აკეთებს, სანდუც იგივე განცხადებას აკეთებს. და ეს როდის? მაშინ, როცა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობენ, ისვრიან ათას უბედურებას, თავს ესხმიან სამართალდამცველებს. მოკლედ, ძალადობრივი აქციაა და პირდაპირ, თვეების განმალობაში დაანონსებული დამხობის აქციის მონაწილეები არიან.

ეს სასაცილო მდგომარეობა ნამდვილად აღარ არის, რადგან სამართალდამცველებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ ევაჟკაცათ, საქართველოს საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ ექნებოდა. დაბრუნდებოდა 2004-2012 წლები და დღეს ასე კი არ ვისხდებოდით, არამედ პირველივე თითის დატკაცუნებაზე – სურვილი რომ აქვთ, ჩვენთანაც ისროლონ ბომბები და იფრინონ დრონებმაო – აი, ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მოვლენა. აი, ამის დამყარების მცდელობა ჰქონდათ.

საინტერესოა ახლა: რეზოლუციებში რომ წერენ, „პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო“, ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? ახლა რომ გამოდიან და ამბობენ: „კი, დანაშაული ჩავიდინეთ, ვაღიარებთ და მეტს აღარ ვიზამთო“? არაერთხელ დაუსვამს კითხვა პარლამენტის თავმჯდომარესაც: „გვითხარით, პოლიტპატიმრებს ვის უწოდებთო?“ – არავის აქვს ამაზე პასუხი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.