პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: “პენსიების ზრდის ინიციატივა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, ხელისუფლებას ხალხის მოსმენის უნარი და სურვილი ჰქონდეს”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ – მინისტრის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მე თუ მკითხავთ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივაა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს –
იმიტომ, რომ აქ წამყვანი და მთავარი არის მთავრობის უნარი და სურვილი, მოუსმინოს ხალხს, თუნდაც კრიტიკულ თემებზე. ხოლო, პენსიების ოდენობის საკითხი იყო ერთ-ერთი ასეთი. თუ რამდენით მოიმატა – მოიმატა იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს ეს შეეძლო არსებული რეალობიდან გამომდინარე“, – წერს ანჯაფარიძე.