პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: “ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებებს დღის წესრიგი”

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, კონსტიტუციას ღალატობს?! იციან, რომ ამ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

“მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომელიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, პროცესები წინ არის.

ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს.

„ლელოს“ სურვილი, რომ განხილვის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს, ადასტურებს იმას, რომ „ისინი კვლავ თავიანთ პატრონებთან გარბიან”.

თავიანთ პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ.

სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე?! – უცხოეთში. სად არის გახარია?! – უცხოეთში. სად არის ვაშაძე?! – უცხოეთში. ყველა არის საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?! – უცხოეთში.

ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით. როდესაც ჩვენს თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში, ქართველი ხალხის ნების უცხო ხალხის და ხელისუფლებების ნებით ჩანაცვლებით, ამ ყველაფერს ვითმენდით. მათ შორის, ვითმენდით იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებებს დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებენ „ლელო“, გვარამია თუ სხვები. ისინი უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.