„დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და, მით უმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან მათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან!“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “Scope Ratings-ის” მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შვილების მიერ მართული კომპანიის, „Lisi Lake Development-ის“ რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებასა და პროგნოზის „ნეგატიურით“ შეცვლას.
„ასეა, როდესაც ხასიათი თაღლითის გაქვს და ბუნება – პარაზიტის. თავისუფალი კონკურენციის პირობებში არათუ წარმატებული ბიზნესის წარმოება, საერთოდ, კეთილსინდისიერ მეწარმედაც კი არ შეუძლიათ ოპერირება. ასეთივე დამოკიდებულებითა და არარსებული მენეჯმენტით უნდოდათ “ანაკლიის პორტის” მშენებლობა, ხოლო როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა – რამდენჯერმე შეცვლილი პირობებიც ვერ დააკმაყოფილეს, პოლიტიკას შეაფარეს თავი, საკუთარი უუნარობისა და ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით“, – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.


