პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილის შესახებ: “ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი, ასეთი ადამიანების გვერდით როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!”

ექსპერტი ნინო ფოჩხუა თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ ეს კაცი სერიოზულად როგორ შეიძლება მიიღო?! საკუთარი აზრი და პრინციპი არ გააჩნია. ან ის რა იყო, ინციდენტის დროს როგორ იწელებოდა, როგორ მიმართავდა სამართალდამცველებს, ან როგორ აბრალებდა ინციდენტის მონაწილეებს ცემას.

ეს კაცი ჩვეულებრივი კურდღელია და კლავიატურის ლომი. ერთ თვესაც ვერ გაუძლო ციხეს, აღიარა ყველაფერი, მოინანია და ელოდება შეწყალებას. აი, ასეთი ადამიანების გვერდით როგორ უნდა დადგეს თავმოყვარე ადამიანი?!“ – წერს ფოჩხუა.