პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავების შესახებ: „ასავალ-დასავალმა“, ბინძური კამპანიით, სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიზანმიმართული მცდელობა იყო”

x

ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დიტო ჩუბინიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გაზეთი “ასავალ-დასავალი” სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს ითვლებოდა ოპოზიციურ გამოცემად. გავიდა წლები და გაზეთი, თავისი შავბნელი წარმომადგენლებით, ჩაება სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში. ამ ბინძურმა კამპანიამ სერიოზულად დააზიანა მოლაპარაკებები, დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

დღეს დაკავებული “ასავალ-დასავალის” თანამშრომელი დიტო ჩუბინიძე იდგა ამ ბინძური კამპანიის უკან. სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის ეპატიება მსგავსი დანაშაული“, – წერს ფოჩხუა.