პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: “ნაცების” ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ-ერთმა შემსრულებელმა, სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ანა წითლიძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს”

“უმახინჯესი სულის პატრონი წითლიძე. სიკვდილიც არის და სიკვდილი… საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს ვაზაგაშვილი და ამ ნაძირალა ქალმა, აფეთქდაო”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას.

„ნაცების’ ყველაზე შავი და ბინძური საქმეების ერთ ერთმა შემსრულებელმა, (ზონდერმა) სოსანაშვილმა, კაცი შვილის საფლავზე ააფეთქა და ამ სულით საფრთხობელამ ისე წარმოაჩინა, თითქოს რიგითი, შემთხვევითი აფეთქება ყოფილიყოს.

ასეთია “ნაცების” მოდგმა, იმის მაგივრად, რომ მუხლებზე იდგნენ და მთელ ერს პატიებას სთხოვდნენ.
. არა – ვერც კი აღიქვამენ საკუთარ უმძიმეს დანაშაულებს.

წითლიძე არის კოლექტიური “ნაცის” აზროვნება. ამათთვის მორალი, ტკივილი, თანაგრძნობა და ა.შ. არარსებული არსებითი სახელებია”, – წერს ლატარია.