პოლიტიკა

გიორგი კახიანი: „კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას“

„რაც შეეხება კოალიცია „ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

„ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა. მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან.

არ ვიცი, რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს; მოვუსმენთ და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.