გიორგი გამსახურდია: “როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება სისხლში აბანავეს”
გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „36 წლის მერე იქ მივდივართ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ“.
„მრავალპარტიული არჩევნების გზით, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, ზუსტად ნიკას კუმირებმა, რურუებმა და ჭანკოტაძეებმა, რომლებსაც თავის ტელეეთერებში თვალებში შესციცინებდა, რუსის ჯართან ერთად, ეგ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, სისხლში აბანავეს.
ამ ყველაფრის მერე, მოხდა ის, რაც მოხდა – საქართველოს მაშინდელმა გარე ძალების მიერ თავსმოხვეულმა რეჟიმებმა ქვეყანას შეუზღუდეს სუვერენიტეტი, თავისუფლება და აქციეს თავის უკანა ეზოდ.
დღეს, როდესაც საქართველო ადგას სუვერენიტეტის განმტკიცების გზას, პირველ რიგში, ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ შორის აგენტურას, ანუ თქვენ, ნიკა, და თქვენს ამფსონებს.
თუ გაემიჯნებით ამ პროცესს და დადგებით ქვეყნის მხარეზე, მაშინ საერთოდ ყველაფერზე საუბარი შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტი არ იყოს ჩემი მტერი, ეგ მოხდეს”, – წერს გიორგი გამსახურდია.


