პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: “თინა ბოკუჩავა იქნებოდა პარტიის ხელმძღვანელი თუ სხვა, შედეგი ერთი და იგივე იქნება – ეს ადამიანები პოლიტიკურად კრახისთვის არიან განწირულები”

“თინა ბოკუჩავა იქნებოდა პარტიის ხელმძღვანელი თუ სხვა, შედეგი ერთი და იგივე იქნება – ეს ადამიანები პოლიტიკურად კრახისთვის არიან განწირულები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

„საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, რა დღეში იქნება ეს გაერთიანება, მანამდე კი დიდი იმედი გვაქვს, რომ არჩევნებამდეც ვერ მივლენ“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის მოქმედ ლიდერებს აკრიტიკებს.