პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა“

„აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა!“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასთან დაკავშირებით საუბრისას.

„ჩვენ ვხედავთ 5 ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც განულებული ანასხლეტები სასამართლო დარბაზში დღეში რამდენჯერმე იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ უფრო ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს, ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ დედაპარტიას ემიჯნებიან. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი ერთი ორგანიზმი არიან.

რაც უნდა ამტკიცონ, რომ ისინი არ არიან ამ რეჟიმის („ნაციონალური მოძრაობა“) მეხოტბეები და ნაწილი, არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს მიიღებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.