პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით: „ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“

„საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშან იყო ანგარიშში. ვერც ჩაიწერებოდა, რადგან ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების გარეშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით.

„ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.