შალვა პაპუაშვილი: “ბრიუსელს სურს, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეს პირდაპირი გავლენა – როდესაც ბრიუსელის ხელში ჩავარდება ქართული მართლმსაჯულება, ისინი არცერთ მოძალადეს არ გაასამართლებენ”
“კიდევ ერთხელ დავინახეთ, სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციის პროცედურებითა და ქართველი ხალხის ნების მიხედვით, არამედ დანიშნოს რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა. ეს უნდათ იმისთვის, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკიმ ნოტაციები გვიკითხოს და ქართველ ხალხს ჭკუა გვასწავლოს, ჯობს ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას; რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას; რატომ ერთხელაც არ მივიდა საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, სასახლეზე თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა, თუნდაც, შენობას.
ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს.
მანამდე ის თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, რომ თითქოს, ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


