შალვა პაპუაშვილი: “გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”
“გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკის ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას.
ჟურნალისტმა მას კითხვა ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დაუსვა.
„რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ვიცი რა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც მაინტერესებს. დღეს არის 4 ნოემბერი, ზუსტად 13 თვე გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე, ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნიან 4 ოქტომბრის ძალადობას. ევროკავშირის ელჩს დღემდე არ დაუგმია ეს ძალადობა და ევროკავშირის ელჩი დღემდე ითხოვს (და ეს ვნახეთ დოკუმენტში) მოძალადეების გათავისუფლებას, კიდევ ერთხელ რომ მივხვდეთ, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე – ადამიანების, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით, რომ ასეთ ადამიანებს დღეს საფრანგეთში უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მკვლელობა.
საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკის კომისიის დოკუმენტთან ერთად, ექნება შესაძლებლობა, ამაზე ისაუბროს დღეს ბრიფინგზე. ითხოვს მათ გათავისუფლებას, ვინც სხვების ცოცხლად დაწვას ცდლობდნენ. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა?!“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.


