ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.


