პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილის შესახებ: “ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”

Screenshot

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲓᲣᲛᲘᲚის შესახებ ისაუბრა.

„გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ არანაირი წინსვლა და წარმატება, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ასეთი ტიპის ქმედება საერთოდ გაუგონარი და მიუღებელია.

ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სხვა არხებით ინფორმაციაზე წვდომა და ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.