ირაკლი ქადაგიშვილი: „ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს პარტნიორ ქვეყნებთან მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთის მმართველ პარტიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, რა თქმა უნდა, თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც.
ჩინეთი გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სფეროებით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები ინდუსტრიულად ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქში.
აღსანიშნავია ერთი რამ – რომ ჩინეთი თავის ურთიერთობებში, ძირითადად, აქცენტს აკეთებს სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


