პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: „ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას“

„ჩინეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. შევთანხმდით, რომ მომავალ წელს, ზაფხულში ახალგაზრდები ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ჩინეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

„აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ურთიერთობა ჩინეთისა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ღირსეული და კარგი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, გაღრმავდეს ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ თავისუფლად ჩამოსვლა ჩინეთში, მიიღონ განათლება“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ქალთა ორგანიზაციის წევრები პეკინში, ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით იმყოფებიან.