გიორგი გამსახურდია მეუფე იობის შესახებ: “საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას აგენტურის აგენტურა რომ არ გამოესარჩლოს, აბა, როგორ იქნება?”
გიორგი გამსახურდია მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება.
„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას აგენტურის აგენტურა რომ არ გამოესარჩლოს, აბა, როგორ იქნება?
9 წელი აპურებდა მიშა და “ნაცმოძრაობა” მეუფეს და მის მსგავს მეუფეებს და, შესაბამისად, ვალშიც არიან ზოგიერთები. მერე ელგუჯა აქიაშვილი გახარიამ გადაიბარა, მთელი თავისი “ჯიგრული პონტებით” და, თავის მოადგილესთან ერთად, სულ გვერდში ეჯდა.
ბოლოს, კუმ ფეხი გამოყო, – მეც ნახირ-ნახირაო და, იქნებ, პატრიარქი გავხდეო.
ვერ გაუტოლდა შიოს და ვერც ვერასდროს გაუტოლდება, სულ რომ საუკუნეები იცოცხლოს. მაგას წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული სჭირდება, რაც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში ნაკლებად მოიძებნება”, – წერს გიორგი გამსახურდია.


