პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციების შესახებ: “გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელშია ასახული”

“იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.

„რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, რომელიც გულისხმობს მოპასუხე მხარისათვის, მოსამართლეთა მხრიდან, უპირველესად, კითხვების დასმას:

იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც რაიმე ფორმით იქნებოდა იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო, რომელზეც ჩვენს სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აქ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ, ყველა ძალიან მკაფიოდ და, მათ შორის, მოსამართლეებიც ძალიან მკაფიოდ დაინახავენ იმას, თუ სად არის სიმართლე. სიმართლე, რა თქმა უნდა, არის, სწორედ, ჩვენს მხარეს. მეორე მხრივ, გამოჩნდება მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები. მათ მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რაც ჩვენს სარჩელშია ასახული“, – განაცხადა ჭეიშვილმა.