პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი – მოპასუხე მხარეს: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“

„წეღან საუბარი იყო მილიონ ასოცი ათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს რეპლიკა „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავის ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ჰყავს“.