პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის, საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები“

“ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, იგი ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის, საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირლანდიაში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობს.

„აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო. ხანდახან ეს საუბრები არის ხანმოკლე, მაგრამ ყველა შემთხვევაში – ძალიან ღირებული. ეს ფორმატი, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.