ლევან ჭოტორლიშვილი: „გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია, როგორც ხავსს, ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას და ტვინი არ ჰყოფნის, გაჩუმდეს. ერთი დღის დაარსებულმა პარტიამაც ვერ მოითმინა“
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება.
„გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია, როგორც ხავსს, ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას და ტვინი არ ჰყოფნის, გაჩუმდეს. ერთი დღის დაარსებულმა პარტიამაც ვერ მოითმინა“, – წერს ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.


